გაკვეთილის გეგმები



სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
“ერთი მანეთის შოვნა”- ქართული ხალხური ზღაპარი,IIნაწილი
საგანი/მასწავლებლის სახელი, გვარი
ქართული ენა,ფატიმა ჭანტურია
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური,მესამე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

კლასში ირიცხება 28 მოსწავლე,მათ შორის არ მყავს სსსმ მოსწავლე
საჭირო დრო
45 წუთი, 1 გაკვეთილი
გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება,მიღებული ცოდნის რეალიზება,ტექსტში არსებულ ფაქტებზე საუბარი და შეფასება;ასევე განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი.

ესგ სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
მიმართულება ზეპირმეტყველება
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრება და გადმოცემა.

მოსწავლე:

  • ასახელებსტექსტშიასახულფაქტებს, პერსონაჟებს;
  • საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტში არსებულ ფაქტებს;

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

მოსწავლე
  • აღწერსდაახასიათებსპერსონაჟებსთვალსაჩინონიშნებისმიხედვით;
  • მარტივიგამოთქმებით („მომწონს / არმომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებსნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათსსაქციელსდაცდილობსსაკუთარიმოსაზრებისახსნას („არვეთანხმებიიმიტომ, რომ...“, „საინტერესოაიმით, რომ...“ და ა. შ.).


ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
მოსწავლე:
  • გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
  • ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;
  • ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
შეისწავლეს ტექსტის პირველი თავი; იციან ფულის ერთეულები.,შეუძლიათ ფულის გამოყენება პრაქტიკაში(ყიდულობენ, ბუფეტსა და მაღაზიაში საჭირო საგნებსა და პროდუქტებს) ფლობენ  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საბაზისო უნარებს, საკუთარი აზრის გამოთქმის, პრობლემის გადასაჭრელად სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.

საგანმანათლებლო რესურსი:
სახელმძღვანელო, მაღაზიისთვის საჭირო სხვადასხვა  ნივთები, , წებოვანი ქაღალდები, თაბახის ფურცლები, ბარათებზე დაწერილი სიტუაციური ამოცანები, დაფა, მაგნიტები, თაბახის ფურცლისგან დამზადებული “სათამაშო ფული.”

შეფასების ფორმები:
მიზნის მისაღწევად მასწავლებელი იყენებს მიმდინარე განმავითარებელი შეფასების ორ მეთოდს: ზეპირ კომენტარებს და დაკვირვებას,ზეპირი კომენტარების საშუალებით  ეხმარება მოსწავლეებს აკონტროლონ ცოდნის მიღების პროცესი ,გააცნობიერონ საკუთარი წარმატება/ წარუმატებლობა და ხელი შეუწყონ საკუთარ თავში რწმენის განმტკიცებას.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:
                                     A ფაზა-გამოწვევა

აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მისალმება,გაცდენების აღრიცხვა,გაკვეთილის თემის , მიზნისა და შეფასების რუბრიკის  გაცნობა.
აღწერა:მასწავლებელი  შედის კლასში, ესალმება მოსწავლეებს,აღრიცხავს მოსწავლეთა გაცდენებს, გააცნობს დაფაზე წინასწარ გამზადებულ გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების რუბრიკას.
დრო: 2წთ.

აქტივობა 2 . თამაში „მაღაზია“.
მიზანი: მოტივაციის ამაღლება და გაკვეთილისთვისმობილიზება. ამ აქტივობას მასწავლებელი უბრუნდება გაკვეთილის ბოლოს,რათა  აჩვენოს მოსწავლეებს,თუ რა ადვილად დახარჯეს მათ სხვისი მიცემული ფული.
აღწერა: მასწავლებელს კონვერტიდან ამოაქვს და ურიგებს მოსწავლეებს თაბახის ფურცლებისგან დამზადებულ ბანკნოტებსა და მონეტებს.  ეუბნება ,რომ დღეს კლასში მაღაზია მხოლოდ 3 წუთით გაიხსნება და შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების ყიდვა.

აქტივობა 3. საშინაო დავალების შემოწმება
აღწერა: მასწავლებელი ამოწმებსდავალებას და სამ მოსწავლეს აკითხებს ზღაპრის მეორე ნაწილის გეგმას.
დრო: 2წთ.

B ფაზა -შინაარსის რეალიზება (სიღრმისეული წვდომა,ცოდნის კონსტრუირება).

აქტივობა 4. კითხვა-პასუხი:
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
1.რამდენი ვაჟი ჰყავდა კაცს და როგორი იყო ვაჟი?
2’ რომელი ეპიზოდიდან ჩანს რომ ვაჟი ზარმაცი იყო?
3. ვინ არჩენდა ვაჟს?
4, რატომ შეწყვიტა მამამ შვილის რჩენა და რა იყო ამის მიზეზი?
5.რა გადაწყვიტა  ერთ დღეს კაცმა და რა დაავალა ცოლს?
6.რა სთხოვა დედამ შვილსდა როგორ მოიქცა შვილი?
დრო: 3წთ.

აქტივობა 5. ზღაპრის II ნაწილის გამოკითხვა კითხვა-პასუხით.
მიზანი: ტექსტის გაგება-გააზრება და გაანალიზება.
აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს მაგნიტურ დაფაზე გაკრული ზღაპრის ილუსტრაციებისა და კითხვების მეშვეობით გამოკითხავს ზღაპრის მეორე ნაწილს და გაამთლიანებს ტექსტს.
1. როგორ გამოასწორა თავისი შეცდომა ზარმაცი  ვაჟის დედამ?
2. რამდენი ხანი მოანდომა ბიჭმა ერთი მანეთის შოვნას?
3. როგორ მიხვდა მამა, რომ ფული ვაჟის იყო?
4. რა ქნა მამამ?
5. რა ასწავლა მოხუცმა მამამ შვილს?
6.რას გვასწავლის ეს ნაწარმოები?
დრო: 5წთ.

აქტივობა 6. ფიზ.წუთი.
მიზანი:განტვირთვა.
დრო:1წთ.

აქტივობა 7. სიტუაციური ამოცანები
აქტივობის მიზანი:  მიღებულიცოდნის რეალიზება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად .მათ მასწავლებელი  ურიგებს ბარათებს, რომელზეც სიტუაციური ამოცანებია მოცემული და აძლევს  ინსტრუქციას. მოსწავლეები წაიკითხავენ სიტუაციურ ამოცანას და უპასუხებენ მოცემულ კითხვებს:
1.დაასახელე პერსონაჟები.
2. აღწერე პრობლემა.
3.დაასახელე პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
4. ჩაწერე პრობლემის გადაჭრის გზა.
5. მიეცი რჩევა პერსონაჟს.
6.თქვენ როგორ მოიქცეოდით?
თითოეულმა ჯგუფმა უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს მოცემული სიტუაციები შესაბამისად დაუკავშირონ დღევანდელი გაკვეთილის თემას.
დრო:15წთ.

C ფაზა -რეფლექსია-შეჯამება-გამთლიანება.

აქტივობა 8.პრეზენტაცია
მიზანი : მსჯელობა და ანალიზი, გაკვეთილის თემასთან დაკავშირება.
აღწერა: პრეზენტატორები სათითაოდ გამოვლენ დაფასთან და გააკეთებენ სიტუაციური ამოცანის პრეზენტაციას.
დრო: 10წთ.



აქტივობა 9. შეფასება -შეჯამება. მოსწავლეთა შეფასება ზეპირი კომენტარებით და ყოველი აქტივობის უკუკავშირი.
აღწერა: მასწავლებელი ყოველ აქტივობას უკეთებს ზეპირ  უკუკავშირს და ავსებს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის სქემას (იხ. დანართი1) გაკვეთილის შეჯამების მიზნით გამოყავს დაფასთან ერთი მოსწავლე და აჯამებინებს გაკვეთილს.
დრო: 3 წთ.

აქტივობა 10. საშინაო დავალების მიცემა: მოკლე შინაარსის დაწერაზღაპრის მეორე ნაწილის გეგმის შესაბამისად.
დრო: 1წთ.



დანართი 1.გაკვეთილზე ჩართულობის ცხრილი(ფასდება მთელი კლასი)


სახელი, გვარი
კითხვაზე პასუხის გაცემის უნარი
შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება
პრეზენტაციის უნარი
ჯგუფში მუშაობა
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
ძალიან კარგად
კარგად
საშუალოდ
















































დანართი 2.
            სიტუაციური ამოცანები
ამოცანა1.
გელა მამით ობოლია.დედაც უმუშევარია, ძლივს ირჩენენ თავს. მასწავლებელმა ექსკურსია დაგეგმა. გელას ისე ძალიან უნდოდა ექსკურსიაზე  წასვლა , რომ შეიპარა მეზობლის სახლში და ფული მოიპარა. ეს ამბავი მასწავლებელმა შეატყობინა დედას და გელა დასაჯეს.
სიტუაციური ამოცანა 2.
გიგი სოფელში ცხოვრობს. ის მესამე კლასის ბეჯითი მოსწავლეა. მას შარვლის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ამისთვის თანხა არ ჰქონდა. ამიტომ გადაწყვიტა ბაბუას თხების მწყემსვაში დახმარებოდა. ბაბუას ყოველ კვირას თხები გასაყიდად ბაზარში დაჰყავდა და ფულს იღებდა.ბაბუამ გიგის მადლობის ნიშნად ფული აჩუქა.
სიტუაციური ამოცანა 3.
ნინის დედა პოლიციელია. ის ნინის ყოველდილითსკოლაში 1 ლარს ატანს ხაჭაპურის საყიდლად. ნინიმ უყურადღებობის გამო ფული დაკარგა და იტირა. ეს ფული ღარიბმა მართამ იპოვა და ნინის მისცა. ნინის გაუხარდა და მართას 50 თეთრი აჩუქა.
იტუაციური ამოცანა 4.
მაია სტუდენტია.მის  მამას დათო ჰქვია.დათოს შრომა ეზარებოდა და ქურდობდა.  ერთხელ სახლში პოლიციელები მოვიდნენ, მაიას მამა დაიჭირეს და ქურდობისთვის ციხეში ჩასვეს. მაიას ამის გამო თავისი კლასელების ძალიან რცხვენოდა.
სიტუაციური ამოცანა 5.
საბას სასკოლოდ ჩანთის ყიდვა უნდოდა, ამიტომ ბებიას თხილის შეგროვებაში დაეხმარა. ბებიას ძალიან მოეწონა საბას შრომისმოყვარეობა, წაიყვანა ბაზარში, თხილი გაყიდა და საბას ჩანთა უყიდა. გახარებული საბა სკოლის დაწყებას ელოდებოდა.

0 коммент.:

Отправить комментарий